თითოეულ შენაძენზე მოქმედებს საგარანტიო სისტემა:
1. 10-დღიანი შეცვლითი/დაბრუნების გარანტია
ჩვენ გაძლევთ 10 კალენდარულ დღეს, რათა დარწმუნდეთ ნივთის გამართულობაში.
რას მოიცავს: თუ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი ან არ მუშაობს გამართულად, ჩვენ უზრუნველყოფთ მის დაბრუნებას ან შეცვლას.
პირობა: ნივთი უნდა იყოს შენარჩუნებული პირვანდელი სახით, დაუზიანებელი შეფუთვითა და სრული კომპლექტაციით.
გამონაკლისი: გარანტია არ ვრცელდება მექანიკურ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია არასწორი მონტაჟით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევით.
2. 12 თვიანი გარანტია
iLock-ის ყველა ჭკვიან საკეტზე ვრცელდება 12-თვიანი ოფიციალური საგარანტიო მომსახურება.
შეკეთება: თუ ერთი წლის განმავლობაში პროდუქტმა განიცადა ტექნიკური ხარვეზი, ჩვენი სერვის-ცენტრი უზრუნველყოფს მის უფასო შეკეთებას ორიგინალი ნაწილებით.
ნივთის შეცვლა: იმ შემთხვევაში, თუ ნივთი არ ექვემდებარება შეკეთებას (დადგინდა ქარხნული დეფექტი, რომლის გამოსწორება შეუძლებელია), iLock ვალდებულებას იღებს სრულიად უფასოდ ჩაანაცვლოს ის ახალი, იდენტური მოდელით.
გადაამოწმე გარანტიის სტატუსი